ბავშვზე ძალადობა: თბილისის №128 საბავშვო ბაღის აღმზრდელი გაათავისუფლეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაღის აღმზრდელს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. თბილისის №128 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა სამ წლამდე ბავშვზე იძალადა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბაღის ადმინისტრაციამ აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლა, პოლიციამ კი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სავარაუდო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ბავშვის მშობელმა გაავრცელა.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.