ქართველი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი გახდა

ვარშავის ტურნირზე ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრების ფინალში 72 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბოლქვაძემ სომხეთის წარმომადგენელ მალხას ამოიანს სძლია (4:1).

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ქართველი ფალავნები ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით უმედლოდ რჩებიან

ახლა ბოლქვაძის კოლექციაში კონტინენტის პირველობის ყველა სინჯის შვიდი მედალია. ქართველი მოჭიდავე 2016 წელს ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა რიგაში, ორი წლის შემდეგ კასპიისკიში ვერცხლი მოიგო. გარდა ამისა, არის მინსკის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (2019) და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი (2016).

კიდევ ერთი ბრინჯაო ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს აივენგო რიკაძემ მოუტანა. 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან სომეხ კარაპეტ ჩალიანს სძლია.

ამგვარად, ვარშავის ტურნირზე ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოსი. უფრო ადრე ვიცე-ჩემპიონი გახდა იაკობ ქაჯაია (–130 კგ), ხოლო ბრინჯაოს მფლობელი – ლერი აბულაძე (–63 კგ).

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს>>

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 101 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გავიდა რუსეთის ნაკრები (175), ხოლო მეორეზე – თურქეთის (106).