მიაქციეთ ყურადღება! ექიმმა შაკიკის უჩვეულო მიზეზი დაასახელა

ირკვევა, რომ ხშირად ადამიანებს შაკიკი მემკვიდრეობით კი არ გადაეცემათ, არამედ მათთვის სრულიად წარმოუდგენელი მიზეზით ემართებათ.
Sputnik

თბილისი 26 აპრილი — Sputnik. ბევრ ადამიანს შეცდომით მიაჩნია, რომ შაკიკი მემკვიდრეობით გადაეცა, სინამდვილეში კი ხშირად თავის ტკივილები შესაძლოა არასწორი თანკბილვით (прикус) იყოს გამოწვეული, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათ კანდიდატი, სტომატოლოგი ლილია კუზმენკოვა.

რა საშიშ დაავადებებს გვამცნობს კბილის ტკივილი: ექიმის განმარტება

მისი თქმით, შესაძლოა ადამიანი ვერც კი ამჩნევდეს, რომ კბილები მოუცვდა, რაც თანკბილვას არღვევს.

„შაკიკის დროს ბევრი ფიქრობს, ბებიას ჰქონდა და მეც გამომყვაო. არადა უკვე დადასტურებულია, რომ თავის ტკივილების 60 პროცენტი არასწორი თანკბილვითაა გამოწვეული“, — აღნიშნავს ექიმი.

მანამდე არაერთი მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ თანკბილვის დეფექტებმა, გარდა იმისა, რომ სტომატოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საფეთქელ-ქვედა ყბის ამოვარდნა და ხერხემლის გამრუდებაც კი.

მანამდე ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორმა ადამ ტეილორმა განაცხადა, რომ კბილებზე ნადები, რომელიც წებოვან ფირს ჰგავს, შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს.