სამეგრელო-ზემო სვანეთში 280 კოვიდპაციენტი მკურნალობს

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით კი 280 ადამიანი მკურნალობს, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 20 პაციენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 162 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 17 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 3 ისევ მძიმედაა.

აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის „ლაზიკა მედში" 50 პირი აგრძელებს მკურნალობას.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 966-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 303.751-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია