ბრძოლა რიონისათვის: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გუმათში გრძელდება

სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიციის ძალები. მათ გზა ამ დრომდე რკინის კონსტრუქციის ნაწილით და ჯებირებით აქვთ გადაკეტილი
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება, იუწყება „პირველი არხი“.

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „პოლიციასთან კოორდინაციით, პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“. „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სოფელ გუმათში კვლავ მობილიზებულია პოლიციის ძალები. მათ გზა ამ დრომდე რკინის კონსტრუქციის ნაწილით და ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილება კი კვლავ აკრძალულია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გუმათში რჩებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ დაყენებული პირობები დააკმაყოფილოს.

აქციის ორგანიზატორები 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

„ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითადი მოთხოვნები უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.

მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია ENKA-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი.

საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.