ზუგდიდის ბაზარში ქურდობაზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს დაახლოებით 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით ბაზრიდან მოშორებით, ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მამაკაცი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

ნიკა ლატარია