ყვითელი ამბები

ნანუკა გუდავაძის ქუჩის სტილი სამხრეთ კორეიდან - უახლესი ტრენდული ფოტოები

მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო მარტის შუა რიცხვებში დატოვა, სოციალურ ქსელებში მუსიკოსის ოჯახის წევრების მიმართ ინტერესი გაიზარდა. ნანუკა გუდავაძემ კი, სტილი რადიკალურად შეიცვალა. უახლესი ფოტოები სოციალური ქსელიდან
Sputnik

როგორც ცნობილია, ოჯახი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში ნანუკას დასთან, დის ქმართან და მათ შვილთან ერთად იმყოფება. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, რის მერე მათი ოჯახის მისამართით მითქმა-მოთქმა არ წყდება.

ანი გუდავაძის მეუღლე ნიკუშა ფიცხელაური და ბერა ივანიშვილი წლებია მეგობრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ნანუკა გუდავაძე ბერამ სწორედ ნიკუშასგან გაიცნო. როგორც ანი გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ ირკვევა, ისინი სამხრეთ კორეაში ყველაზე დიდ აკვარიუმს COEX Aquarium-ს ესტუმრნენ, რომელიც 2000 წელს გაიხსნა და იქ 40 ათასზე მეტი ბინადარია.

რაც შეეხება ცნობილი რეპერის სამხრეთ კორეაში გამგზავრების მიზეზს, მან რამდენიმე კვირის წინ „იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში მუსიკალური გეგმები აქვს.

„მე ახლა მივემგზავრები სამხრეთ კორეაში, სადაც დაგეგმილი მაქვს რამდენიმე საინტერესო დუეტი. უახლოეს მომავალში ვაპირებ გააქტიურებას მუსიკალური განხრით. იქნება ბევრი სიურპრიზი, რაც ჩემს გულშემატკივრებს გაუხარდებათ“, – განაცხადა ბერა ივანიშვილმა „იმედის ფაქტორში”.

მეგაპოლისი მრავაფეროვანი ადამიანებითა და ცხოვრების სხვა ტემპით გამოირჩევა. სამხრეთ კორეული სტილი ნანუკა გუდავაძის გემოვნებაზეც აისახა. მოდელი და ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სეულში გადაღებულ ფოტოებს "ინსტაგრამის" გამომწერებს უზიარებს. მოდელმა ლურჯი ღია ფერის ჯინსის მოსაცმელით, ამავე ფერის შარვლით და ჩანთით იპოზიორა კამერასთან. ნანუკას დახვეწილი "ლუქი" შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მის გამომწერებს და ფოტოს გამოქვეყნებისთანავე დადებითმა შეფასებებმაც არ დააყოვნა.
"ულამაზესი ხარ", "ვიცი, რომ კარგ დროს ატარებ სამხრეთ კორეაში. სეულში ძალიან კარგი ხალხი და უგემრიელესი საჭმელია", - სწერენ ნანუკას.