არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

მმართველმა პარტოამ „როტაცია“ განახორციელა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ნეიტრალური“ პოზიციის მქონე ადამიანი დაიკავებს, აღნიშნა პარლამენტის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ განცხადება მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, მმართველმა პარტოამ „როტაცია“ განახორციელა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ნეიტრალური“ პოზიციების მქონე ადამიანი დაიკავებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოვადგენდი, ვთვლი რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ამნისტიის კანონს პარლამენტი დაყოვნების გარეშე მიიღებს – დეტალები

მან კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ახლა როცა პარლამეტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე. ჩემთვის რა თქმა უნდა დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა, მადლობას ვუხდი გუნდს, ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მოთმინებისთვის“, - აღნიშნა თალაკვაძე,

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, ამ პოსტზე პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კახა კუჭავა წარადგინა.

კობახიძის თქმით, თავად თალაკვაძე შემდგომ მოღვაწეობას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გააგრძელებს.

თალაკბვაძე პარლამენტის თავმჯდომარე 2019 წლის ივლისში გახდა.