საბერძნეთის ციხეში „დათო კუტაისკი“ გარდაიცვალა

სებისკვერაძე 1999 წლიდან ეტლს იყო მიჯაჭვული – იგი „კანონიერი ქურდის“ ბაიკო ქუთათელაძის უახლოესი გარემოცვის წევრმა, ქუთაისელმა „კანონიერმა ქურდმა“ როლანდ ჩიკვაიძემ ცეცხლსასროლი იარაღით ხერხემალში დაჭრა.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საბერძნეთის ციხეში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდი" დავით სებისკვერაძე („დათო კუტაისკი“) გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

რამდენი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს საქართველოში – მინისტრ გომელაურის ანგარიში

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა. სებისკვერაძე სამი დღის წინ 67 წლის გახდა.

2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებისა და ფულის გათეთრებისთვის 16 წლით პატიმრობა შეუფარდა.