თურქეთში შეზღუდვები მკაცრდება: საელჩო განცხადებას ავრცელებს

თურქეთში კოვიდ–შეზღუდვების გამკაცრება დღესასწაულებს უკავშირდება – 23 აპრილს ქვეყანაში ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე აღინიშნება.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში მოქალაქეებს 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე პერიოდში ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. 

თურქეთში სამდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა

26 აპრილის შემდეგ კი კვლავ ძალაში რჩება ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა – „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

ახალი რეგულაციების გამოქვეყნების შემთხვევაში საელჩოს გვერდი მოქალაქეებს ოპერატიულ რეჟიმში მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას. კითხვების არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დაუკავშირდნენ: 

– ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

– სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

– ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

– იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.

23 აპრილს თურქეთში ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე აღინიშნება.

ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 60 ათასს შეადგენს.