ქართველმა მცველმა შეიძლება ტულის „არსენალი“ დატოვოს

გია გრიგალავა ტულის „არსენალის“ ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს, სადაც კვიპროსის „ეთნიკოსიდან“ გადავიდა.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ შესაძლოა ტულის „არსენალი“ ამ ზაფხულს დატოვოს, იუწყება გამოცემა sport24.ru

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, „არსენალი“ არ გეგმავს 31 წლის ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას.

გრიგალავა ტულის „არსენალში“ 2017 წლის იანვარში კვიპროსის „ეთნიკოსიდან“ გადავიდა. კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს შორის „1,5 წელი + 1“ სისტემით გაფორმდა.

გრიგალავამ კლუბის შემადგენლობაში 90 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე სამი გატანილი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა.

მიმდინარე სეზონზე გრიგალავამ კლუბის ღირსება ყველა ტურნირის 15 მატჩში დაიცვა. 

თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში გაატარა. ის გამოდიოდა კლუბებში: „როსტოვი“, „მოსკვა“, „ანჟი“, „ვოლგა“ და „კრილია სოვეტოვი“.

გია გრიგალავას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი აქვს ჩატარებული.