ყვითელი ამბები

„ვიღებთ შეკვეთებს“- ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი დიზაინერობას შეუდგა

პატარა ელენე დეიდაშვილის დახმარებით სამოსს ქმნის. მან საკუთარ დიზაინერულ კომპანიას სახელიც შეურჩია და ამ ეტაპზე მისი მოდელები თოჯინები არიან. ნახეთ როგორ ტანსაცმელს კერავს ელენე კუტალაძე...
Sputnik

Design Call- ასე ჰქვია ელენე კუტალაძის უახლეს წამოწყებას. ნინი ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში გოგონას მიერ შექმნილი სამოსის ფოტოები გამოაქვეყნა და ხუმრობით წარწერა „ვიღებთ შეკვეთებს“ დაურთო. პატარა ელენემ დეიდაშვილთან ერთად ახალი ჰობი აღმოაჩინა, რომლის განხორციელებაში ოჯახის წევრები ხელს უწყობენ. ელენეს წარმატებაში დიდი წვლილი ბებიას - ეკა კახიანს მიუძღვის. ქართველი ვარსკვლავი გოგონას სხვადასხვა ინსრტუმენტზე დაკვრის გარდა, სიმღერასაც ასწავლის.

ნინი ბადურაშვილის ყველაზე ერთგული მეგობარი მისი შვილია. მართალია, ელენე კუტალაძე დედას იშვიათად ხედავს, თუმცა მათი გაერთიანება ერთი დიდი თავგადასავალია. გოგონა ტანვარჯიშითაა დაინტერესებული და „პრაიმ-შოუს“ გადაღებიდან დაბრუნებულ დედას უახლეს ილეთს აჩვენებს. ამ დროს ვარსკვლავმა მობილური ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ქალიშვილს ვიდეო გადაუღო. „მარცხენა ფეხით უკეთ გამომდის“, - სიხარულით აცხადებდა ელენე. ახლა ელენე დიზაინერობას შეუდგა.  

„ლადო და ელენეს მიერ შექმნილი ორეული. კომპანიას ჰქვია Design Call”,- წერს ბადურაშვილის საკუთარ ინსტაგრამ-გვერდზე. დეიდაშვილებმა სამოსი პირველად შექმნეს და ექსპერიმენტები თოჯინას ჩაუტარეს. მათ ბარბის მოვარდისფრო სამოსი შეურჩიეს, რომელსაც მუქი ფერის ჩექმა შეუხამეს. ნინი ბადურაშვილს ქალიშვილისა და დის შვილის მიერ შექმნილი ორეული ისე მოეწონა, რომ შეკვეთების მისაღებად მზად არის.

იმის გათვალისწინებით, რომ მომღერალი დედა ძალიან დაკავებულია, ცოტა ხნის წინ ელენემ ერთ-ერთი საშინაო დავალება დამოუკიდებლად შეასრულა. გოგონა მთელი ძალისხმევით შეეცადა საკუთარი გრძნობები და შეხედულება გადმოეცა თემაზე „მე ვარ ადამიანი“. ნინი ბადურაშვილმა ელენეს მიერ შესრულებული დავალება Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლები კიდერ ერთხელ გაამხიარულა.

„მე ვარ ხანდახან ბრაზიანი, კიდე კეთილი და მშვიდი, ასევე თხა. ვარ მოწესრიგებული და „სამაკატკაზე“ სწრაფი“, – დაწერა პატარა ელენემ. უცნობია რამდენი ქულა მიიღო არტისტის ქალიშვილმა ამ დავალების შესრულებაში, მაგრამ ფაქტია – ნინის და მის ოჯახის წევრებს პოზიტიური განწყობა ნამდვილად შეუქმნა. რაც მთავარია, როცა ნინი გადაღებებზეა, პატარა ელენე დამოუკიდებლობასაც სწავლობს.