თბილისში მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოსტეხა

მამაკაცს, რომელმაც ცოლზე ფიზიკურად იძალადა, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თბილისში ორსულ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცი დააკავეს, იუწყება „რუსთავი 2".

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სამი თვის ორსულ ცოლს ცემის დროს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და ხელი მოსტეხა.

კრიმინალი საქართველოში 2021 წელს - შსს-ს ახალი მონაცემები

ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.

გამოძიება სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

საქართველოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია (რაოდენობის მიხედვით შსს-ს მონაცემებში მეორე ადგილზეა). მაგალითად, 2021 წლის პირველ ორ თვეში დაფიქსირდა ოჯახური ძალადობის 958 შემთხვევა.

ოჯახური ძალადობა 2014 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.