თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. პოეტი ზურაბ რთველიაშვილი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს პენცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბ რთველიაშვილი გასულ თვეში თბილისის „ავერსის“ კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მოათავსეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მას სიმსივნე აღმოაჩნდა.
ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში დაიბადა. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად. 2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა და აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა.
მისი ლექსებიდან გამორჩეულია „აპოკრიფი“, „მათი ნებაა…“, „მე ვარ ვენახი“, „ოდდა თავისუფლებას“, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვ. 2018 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წიგნისათვის „პოეზიის დიქტატურა“. მონაწილება აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში.