სახიფათო სისუსტე რუსეთის მიმართ: კონგრესმენები ბაიდენს ადანაშულებენ

კონსერვატორი კონგრესმენების აზრით, მოსკოვის მიმართ ჯო ბაიდენის „მკაცრი რიტორიკა“ რეალურ ნაბიჯებში არ აისახება, რითიც ის „სახიფათო სისუსტეს“ ავლენს.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსკოვის მიმართ „სახიფათო სისუსტესა“ და ასევე შესაძლო „გადატვირთვისკენ“ სწრაფვაში დაადანაშაულეს, იუწყება National Review.

პუტინმა კლიმატის სამიტზე ბაიდენის მიწვევა მიიღო

კონგრესმენ ჯიმ ბენქსის თქმით, რომელიც კონსერვატორთა ყველაზე დიდ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ბაიდენი ბარაკ ობამას დროინდელ „გადატვირთვის“ პოლიტიკასთან ბრუნდება, და ეს მაშინ, როცა წინასაარჩევნო პერიოდში დემოკრატების ლიდერი დონალდ ტრამპს აკრიტიკებდა მოსკოვისადმი „არასაკმარისად ხისტი“ მიდგომების გამო. თუმცა, კონგრესმენის განმარტებით, პუტინის შესახებ დადებით გამონათქვამებს ტრამპისთვის ხელი არ შეუშლია, გაეძლიერებინა აშშ-ის სამხედრო ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში და სანქციების სერია დაეწესებინა მოსკოვისთვის.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ბენქსის აზრით, მისი მკაცრი რიტორიკა რეალურ ქმედებებში არ აისახება და ამით თეთრი სახლის მეთაური „სახიფათო სისუსტეებს“ ავლენს. თავისი მოსაზრების დასტურად კონგრესმენი ასახელებს ამერიკის ახალი ლიდერის მიერ СНВ-3-ის „უსიტყვო“ გახანგრძლივებასა და რუსეთის სახელმწიფო ვალის მიმართ „უკბილო“ სანქციების დაწესებას.

აშშ არ გამორიცხავს: არქტიკა შეიძლება ახალი კონფლიქტის ზონად იქცეს

გარდა ამისა, კონგრესს ასევე აშფოთებს ბაიდენის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართაც, გამომდინარე მისი განცხადებიდან, რომ ახალი სანქციები მოკავშირეთა მდგომარეობას გაართულებს.

გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრისას უახლოეს მომავალში პირადი შეხვედრა შესთავაზა ნეიტრალურ ტერიტორიაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინასთან საზღვარზე და ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ აშშ „ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ამ შეთავაზებიდან ორი დღის შემდეგ ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთს და ამასთან ქვეყნიდან ათი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპასუხო სარკისებური შეზღუდვები დაუწესა აშშ-ს.