შარლ მიშელი დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.

შარლ მიშელი საქართველოში დღეს, 15:00 საათზე ჩამოფრინდა. ის თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ გამართავს შეხვედრას. ამის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

ევროკავშირის ელჩმა ქართველ დეპუტატებს ცხრა საათზე შეხვედრა დაუნიშნა

მიშელი შემდეგ ეწვევა საქართველოს პარლამენტს და შეხვდება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

დღის ბოლოს შარლ მიშელის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.

ორშაბათს, გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

მმართველი გუნდიდან „განდგომილი“ დეპუტატები  შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდებიან>>

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი - მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა სამმა პარტიამ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, „ევროპულმა საქართველომ" და „ლეიბორისტულმა პარტიამ".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კვლავ ჩამოდის თბილისში

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვია – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და ხუთპუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გამარჯვებული საქართველოა!>>

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორც წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.