საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო: უკვე 18+

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე 18:23 საათისთვის უკვე 6.244 ადამიანია რეგისტრირებული. მათი უმეტესობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრომ 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ეპიდემილოგები დამატებით შეზღუდვებზე ლაპარაკობენ

სამინისტროს ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად მიიღოს ინფორმაცია COVID-19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას, მათ ასევე ეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჯერჯერობით მათი უმეტესობა უპირატესობას Pfizer-ს ანიჭებს.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო.

დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

19 აპრილის მონაცემებით, ჯამში აცრილია 30.209 ადამიანი.