COVID-19 - ბოლო ცნობები

იტალია ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის ახალ რეგულაციას აწესებს

საქართველოს საელჩო იტალიაში აფრთხილებს თანამოქალაქეებს, რომ იტალიაში ჩასვლისთვის ათდღიანი კარანტინის გავლაა საჭირო.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. იტალიამ COVID-19-ის პერიოდში ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა, იუწყება საქართველოს საელჩო იტალიაში.

უცხოელებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიის ტერიტორიაზე შესასვლელად 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ან ანტიგენური სავალდებულო ტესტირების შედეგები უნდა იქონიონ თან.

საქართველოს საელჩო პოლონეთში წასვლის მსურველებს აფრთხილებს

ტესტირების პასუხები მათ თვითმფრინავში ჩაჯდომის მომენტში უნდა წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარადა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას აქამდე არსებული 14-დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად, ხოლო ამ პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენური ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

საელჩოს ცნობით, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ასევე ვალდებული არიან შეავსონ ელექტრონული ანკეტა.

ისრაელში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს აფრთხილებს

წესების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ეს ცვლილებები ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მიაკუთვნებს C, D, E კატეგორიებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.

თვითონ იტალიაში კოვიდ–საფრთხის მიხედვით რეგიონებს „ფერების" მიხედვით ყოფენ კატეგორიებად: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

ამჟამად იტალიაში დღე-ღამეში კორონავირუსის საშუალოდ 12 ათასი შემთხვევა ვლინდება.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ქვეყანაში 26 აპრილიდან უნდა დაიწყოს.