გუმათში, მდინარე რიონში არასრულწლოვანი გადავარდა

17 წლის ბიჭი, რომელიც რიონში ხიდიდან გადავარდა, „გუმათჰესის“ თანამშრომლებმა გადაარჩინეს. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. გუმათჰესის ხიდიდან რიონში არასრულწლოვანი გადავარდა.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს რიონში ეძებენ

17 წლის ბიჭი მდინარიდან ჰესის თანამშრომლებმა ამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი, დღეს მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი შეშას აგროვებდა, ხიდზე ჩატეხილი ჯებირის ადგილას სიმძიმემ გადასძლია და ის მდინარეში გადავარდა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.