ნიუ-იორკში პოლიციელთა ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პოლიციელ ქალს აფროამერიკელი დანტე რაიტის დაკავებისას ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და ის შემთხვევით შემოაკვდა. ვრცელდება დაკავების ვიდეოკადრები.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ნიუ-იორკში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობები იმართება, იუწყება РИА Новости-ს კორესპონდენტი. პროტესტი ჯერჯერობით მცირე მასშტაბისაა.

არეულობა მინესოტაში: პოლიციისა და დემონსტრანტების შეჯახებები გრძელდება – ვიდეო
პოლიციელ ქალს აფროამერიკელი დანტე რაიტის დაკავებისას ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და ის შემთხვევით შემოაკვდა. ვრცელდება დაკავების ვიდეოკადრები.

ათკაციანი ჯგუფები მსვლელობით მიემართებიან ქუჩებში, ჯერჯერობით სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებები არ დაწყებულა. პოლიცია მხოლოდ აცილებს მომიტინგეებს. დროგამოშვებით დემონსტრანტები სავალ ნაწილზე ჩერდებიან.

ისმის ლოზუნგები Black Lives Matter („შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“). დემონსტრანტები სკანდირებენ ახლახან დაკავებისას მოკლული აფროამერიკელის, დანტე რაიტის სახელს. ისმის შეძახილები: „რევოლუციას ვერ შეაჩერებთ“, „არა ნიუ-იორკის პოლიციას“, „შეწყვიტეთ შავკანიანი ბავშვების დახოცვა“, „შავი ძალა“, „რასისტულ სისტემაში კარგი პოლიციელი არ არსებობს“.

მომიტინგეები მოუწოდებენ ქალაქის ხელისუფლებას, შეუჩეროს დაფინანსება ძალოვანებს.

​მანამდე მინესოტის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 წლის სტაჟის მქონე პოლიციელ ქალს, კიმ პოტერს ელექტროშოკერი პისტოლეტში აერია და შემთხვევით სასიკვდილოდ დაჭრა აფროამერიკელი დანტე რაიტი, რომელიც დაკავებისას ხელიდან გაუსხლტა პოლიციელებს და გაქცევას შეეცადა. არსებული ცნობით, სამართალდამცველებმა ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს, თუმცა შემოწმებით გაირკვა, რომ მძღოლზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. რაიტის სიკვდილს საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

კიმ პოტერი სამსახურს სტანდარტული პროცედურის მიხედვით ადმინისტრაციული წესით ჩამოაშორეს.