თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში სამი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, იუწყება ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე მედიისა და სხვა ღია წყაროების მონაცემებს აჯამებს.
17:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19–ით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 3.001.892-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით 140 მილიონს აღემატება.
კორონავირუსით დაავადებულთა შორის ყველაზე მეტი სიკვდილიანობა დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში - 566 ათასზე მეტი. შემდეგ მოდის ბრაზილია (368.749) და მექსიკა (211.693).
საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან კორონავირუსის შედეგად 3.925 ადამიანი გარდაიცვალა.