ყვითელი ამბები

„არ მგო­ნია, სტა­ტუ­სის გამო დავ­შორ­დეთ....“ - ალექსანდრა პაიჭაძე შეყვარებულია

ალექსანდრა პაიჭაძემ განაცხადა, რომ ძალიან შეყვარებულია და მისი რჩეული მასზე ასაკით უფროსი მამაკაცია.
Sputnik

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მასზე უფროსი ასაკის კაცზეა შეყვარებული. ამის შესახებ მოდელმა გადაცემა „სთორიში“ ისაუბა და აღნიშნა, რომ საჯაროდ საუბარი არ უყვარს პირადზე, თუმცა ძალიან შეყვარებულია.

„მომ­ხიბ­ლა თა­ვი­სი ბო­ბო­ქა­რი ენერ­გე­ტი­კით, ადა­მი­ა­ნი ჭა­ობ­შია, მაგ­რამ იქი­და­ნაც ცდი­ლობს, რომ რა­ღაც აკე­თოს. პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ფი­ნან­სუ­რი მათ შო­რის. ამის მი­უ­ხე­და­ვად ჩემ­თვის არის შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნი, ენერ­გე­ტი­კა აქვს მომ­ნუს­ხვე­ლი. ეს ტი­პა­ჟი ძა­ლი­ან ჩე­მია. მე რამ­დე­ნა­დაც და­ვა­მუ­შა­ვე ეს რა­ღა­ცე­ე­ბი ჩემ­ში, ზუს­ტად მსგავ ტალ­ღა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა“, - ამბობს ალექსანდრა.

მოდელის თქმით მის საყვარელ მამაკაცს რატომღაც ეგონა, რომ მოდელი მისგან ძვირადღირებულ ნივთებს მოითხოვდა, თუმცა შეცდა.

„ახლა იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ არ მგო­ნია, თუნ­დაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სის გამო დავ­შორ­დეთ. მან ძა­ლი­ან დიდი შრო­მა ჩადო იმა­ში, რომ ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო. ეს დიდ სტი­მულს მაძ­ლევს“, - გა­ნა­ცხა­და პა­ი­ჭა­ძემ.