თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს ეწვია, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
საპატრიარქოში სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ნუნე სარქისიანთან ერთად მივიდა. ოფიციალური მიღების შემდეგ პატრიარქმა და მეზობელი სახელმწიფოს მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე იმსჯელეს.
პარასკევს ასევე დაგეგმილია სარქისიანის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.
სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს 15 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად საზეიმო სადილი გაიმართა.