„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – მას იარაღი ნისიად ჰქონდა ნაყიდი

„საქართველოს ბანკში“ პნევმატური იარაღით შეიარაღებული მამაკაცი დაახლოებით ორი საათის წინ შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ დროისათვის სპეცოპერაცია დასრულებულია.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ავლაბრის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია – იგი ზუგდიდის მკვიდრი, 28 წლის ნიკოლოზ წურწუმიაა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსმხმელი დაკავებულია – ვაჟა სირაძე

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წურწუმიამ, რომელმაც „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა პარასკევს, შუადღით განახორციელა, პნევმატური იარაღი დღეს ერთ-ერთი მაღაზიიდან „ნისიად“ შეიძინა.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა ოთხი ადამიანი აიყვანა მძევლად, რომელთაგან სამი მოგვიანებით ბანკის შენობიდან გამოუშვა. ამ დროისათვის თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდამსხმელთან მოლაპარაკებას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შალვა ბედოიძე აწარმოებდა, რომელმაც თავდამსხმელის დაკავება შეძლო. 

ამჟამად ტერიტორია ჯერ კიდევ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.