ხელისუფლებამ კურორტ შოვამდე მისასვლელი გზის აღსადგენად 35,5 მლნ ლარი გამოყო

სამუშაოები ორი პროექტის მიხედვით ტარდება, რომლის ფარგლებშიც სრულად მოხდება დაზიანებული გზის ინფრასტრუქტურის აღდგენა.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელოსუფლებამ რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოებისთვის 35,5 მლნ ლარი გამოყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

რაჭაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა

რაჭაში 2020 წლის ივლისში ძლიერმა წყალდიდობამ ონი–შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს ჩატარდა, რათა აღდგენილიყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მოხდება. 

პროექტი ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები.

ამ ეტაპზე აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.