Gracenote-ის პროგნოზი: საქართველოს ნაკრებს 11 მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე

კომპანია სავარაუდო პროგნოზს 2016 წლიდან დღემდე ჩატარებულ დიდ ტურნირებზე მიღწეული შედეგების მიხედვით ადგენს. სპეციალისტების გამოთვლებით, აშშ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აშკარა ფავორიტია.
Sputnik

 

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები 11 მედალს მოიპოვებს და 26–ე ადგილზე გავა – პროგნოზი ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია Gracenote-მა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მიხედვით გამოაქვეყნა. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ტოკიოს ოლიმპიადისთვის საკოლექციო მონეტები გამოუშვა

კომპანიის სპეციალისტების გათვლებით, ქართველი სპორტსმენები 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ. სპორტის თუ რა სახეობაში მიაღწევენ წარმატეას ქართველი სპორტსმენები, არ ზუსტდება.

Gracenote–ის ვერსიით, ოლიმპიადის ლიდერი აშშ–ს ნაკრები იქნება – 114 მედალი (აქედან, 43 ოქრო), მეორე ადგილზე ჩინეთის გუნდი გავა – 85 მედალი (38 ოქრო), მესამე ადგილს კი რუსეთის ნაკრები დაიკავებს – 73 მედალი (23 ოქრო).

რიო–დე–ჟანეიროში 2016 წელს ჩატარებულ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებლა შვიდი მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – მოიპოვა.

 

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2021 წლის 23 ივნისი – 8 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.