Galleria Tbilisi-ში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა – ვიდეო

სავაჭრო ცენტრში ცოტა ხნის წინ პანიკა იყო. შენობაში გაისმა, სავარაუდოდ, აფეთქების ხმა, კედლები გაიბზარა. ადამიანები სამსახურებრივი გასასვლელებიდან გაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ Galleria Tbilisi-ში განგაშის სიგნალიზაცია ამუშავდა და სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სავაჭრო ცენტრში ცოტა ხნის წინ პანიკა იყო. შენობაში გაისმა, სავარაუდოდ, აფეთქების ხმა, კედლები გაიბზარა. ობიექტის დაცვის სამსახურმა შენობაში მყოფი ადამიანები სამსახურებრივი გასასვლელებიდან გაიყვანა.

ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.