ყვითელი ამბები

„დაიწყონ გამოძიება, მე ცოლები ნინუცამდეც მყოლია და ახლაც მყავს...“ – ბესო ზანგური

მას შემდეგ, რაც ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, ფაქტს თავად მსახიობი, რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუაც გამოეხმაურნენ.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. მსახიობი ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ნინუცა მაყაშვილზე ძალადობას უარყოფს. ზანგური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეს გადაცემაში 5 ათასი ლარის მისაღებად მოგონილი ტყუილია და თავად მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.

„დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები. მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არც ერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს“, – განაცხადა მსახიობმა.

სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრიც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ გასულ ინტერვიუს, სადაც მსახიობი ნინუცა მაყაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობს ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. რუსთაველის თეატრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: „რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას!“

12 აპრილს გადაცემა „ფარულ კონვერტში“ 33 წლის მსახიობმა გაიხსნენა 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა.

ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.

ყვითელი ამბებისაზოგადოებასაქართველო