თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩოლშურამ სოფელ დურაშის გზა წაიღო, განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.
მერის თქმით, მძიმე ტექნიკა უკვე ადგილზეა და გზის გაწმენდა-აღდგენა უკვე დაწყებულია.
ამავე დროს მერმა აღნიშნა, რომ ეს სოფლის მიმართულებით ერთადერთი გზა არაა და სოფელ დურაშის მცხოვრებლებს ლენტეხში წასვლა ალტერნატიული გზით შეუძლიათ.