სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი უკვე რამდენიმე თვეა, მოსკოვშია, სადაც ერთ-ერთ რესტორანში მღერის. ჟურნალ „თბილისელებთან“ მომღერალმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდა, შეთავაზება, რომ მოსკოვში დასაქმებულიყო, 2000 წლიდან მოყოლებული ჰქონდა, თუმცა უჭირდა საქართველოს დატოვება.
რამდენიმე თვის წინ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში გადაცემაში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა, რომ შეყვარებულია. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი საფრანგეთში იმყოფებოდა და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებდა.
ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი ორი წლის წინ დაინგრა. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.