რუსეთში COVID-19-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი დააპატენტეს

რუსეთის ფედერალურმა სამედიცინო-ბიოლოგიურმა სააგენტომ მიიღო პატენტი სპრეის ფორმის პრეპარატზე სახელწოდებით „მირ-19“, რომელიც კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისა და პრევენციისთვის არის განკუთვნილი.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რუსეთში დაარეგისტრირეს კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი „მირ-19“, შესაბამისი დოკუმენტი „როსპატენტმა“ გასცა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

შეიძლება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არევა – ჯანმოს განმარტება

პრეპარატის სახელწოდება „მირ“ იშიფრება როგორც „მცირე ინტერფერირებადი რიბონუკლეინის მჟავა“. ესაა SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტივირუსული მოქმედების კომბინირებული პრეპარატი. მისი გამოყენება ხდება ინჰალაციის გზით ან ინტრანაზალური მეთოდით.

სამკურნალო საშუალება შემუშავებულია სააგენტოს ხელმძღვანელის ვერონიკა სკვორცოვას დავალებით, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოველებსა და უჯრედულ კულტურაზე ჩატარებული ცდების დროს პრეპარატმა უსაფრთხოება და მაღალი ეფექტიანობა აჩვენა. მოხერხდა ვირუსული დატვირთვის 10000-ჯერ შემცირება, რაც სამკურნალო საშუალებას ფაქტობრივად „ანტიდოტად“ აქცევს.

ცდების მეორე ფაზაში 50 მოხალისე მონაწილეობდა. სკვორცოვამ ასევე განაცხადა, რომ „მირ-19“-ის კვლევების დროს არ გამოვლენილა არანაირი გვერდითი ეფექტი, ხოლო თავად პრეპარატი კორონავირუსული ინფექციის განვითარების ყველაზე მძიმე ფორმების პრევენციას ახდენს.