ყვითელი ამბები

„დღეებს ითვლიდა ვაქცინის შემოტანამდე“ – ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დაზე

ცნობილი ჟურნალისტის და სოფო შუბლაძე რამდენიმე თვის წინ კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ცნობილი ჟურნალისტის ნინო შუბლაძის დედ-მამა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნინო შუბლაძე ავრცელებს და წერს, რომ სამწუხაროა, რომ ამ პროცესს მისი და ვერ მოესწრო.

შუბლაძის თქმით, მისი და, რომელიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლამდე გარდაიცვალა, ამ დღეს განსაკუთრებულად ელოდა.

„ასე ერთად ვგეგმავდით მშობლების აცრასაც. ვაქცინაციაა ჩვენი ხსნაო, სულ ამბობდა სოფო და დღეებს ითვლიდა ვაქცინის შემოტანამდე…. დაგვაგვიანდა!“ – წერს ჟურნალისტი.

ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად თებერვალში გარ­და­იც­ვა­ლა.

სოფო შუბ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო შუბ­ლა­ძის უფ­რო­სი და იყო. სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა გარდაცვალებამდე ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ.

სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.