ისანში  საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები არიან მობილიზებული, მომხდარ ფაქტზე გამოიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
Sputnik

 

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა ისნის რაიონში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შსს-მ გამოძიება სსკ–ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.