იაპონელები „ფუკუშიმას“ წყლის ოკეანეში ჩასაღვრელად ემზადებიან

წყალს, რომელსაც რადიოაქტიური ნივთიერებების, კერძოდ, ტრიტიუმის დაბალი შემცველობა აქვს, ოკეანეში ჩაღვრამდე საგულდაგულოდ გაწმენდენ.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. იაპონიის ხელისუფლება აპირებს ოკეანეში ჩაღვაროს წყალი, რომელიც „ფუკუშიმა-1“-ის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების გასაცივებლად გამოიყენებოდა 2011 წლის ავარიის დროს, იუწყება რადიო Sputnik ტელეარხ NHK-ზე დაყრდნობით. 

„ფუკუშიმა-1“-ზე რადიაციის გაჟონვა აღმოაჩინეს

ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ტოკიო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გააკეთებს.

დაბინძურებულ წყალს, რომლის ოკეანეში ჩაღვრაც 2023 წელს იგეგმება, მანამდე სპეციალისტები საგულდაგულოდ გაწმენდენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად ის უდევს, რომ ყველა რეზერვუარი, რომლებიც „ფუკუშიმა-1“-ის წყლის შესანახადაა განკუთვნილი, მომავალი წლის ბოლოსთვის მთლიანად გადაივსება.

ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე ავარია 2011 წლის 11 მარტს მოხდა. ცხრა მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, რასაც უზარმაზარი ცუნამის ტალღა მოჰყვა, სადგურიდან რადიაციამ გაჟონა. ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი ამ დრომდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად.