წალენჯიხაში ავტოავარიის შედეგად მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდგომ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. წალენჯიხაში სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავიდა, შემდეგ კი ხევში გადავარდა - ავარიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.

საშინელი სტატისტიკა: 2020 წელს ავარიებს 450 ადამიანი ემსხვერპლა

პირველი არხის მონაცემებით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სატვირთო ავტომობილი ჯერ ბეტონის ჯებირებს, შემდგომ კი მაღალი ძაბვის ბოძს შეეჯახა და ხევში გადავარდა.

მძღოლი კიდურების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილზე Energo Pro Georgia-ს თანამშრომლები და პოლიცია მუშაობს.