გერმანიის მოქალაქეებს რუსული ვაქცინა „სპუტნიკV"-თი აცრა სურთ: გამოკითხვის შედეგები

ამასთან გამოკითხულთა 19%-მა განაცხადა, რომ ამ საშუალებას არ გამოიყენებდა, 14%-ს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. გერმანიის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი მზად არის აიცრას რუსული წარმოების ვაქცინით „სპუტნიკV", იუწყება გამოცემა Handelsblatt სოციალოგიურ კვლევაზე დაყრდნობით.

გაზეთის მონაცემებით, გამოკითხვის მონაწილეთა 55% მზად არის აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით, როდესაც ის ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის. ამასთან, გამოკითხულთა 19%-მა განაცხადა, რომ ასეთ შესაძლებლობას არ გამოიყენებდა, 14%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო 12%-მა თქვა, რომ საერთოდ არ სურს აცრის გაკეთება COVID-19-ზე.

გერმანიის რეგულატორი დადებითად აფასებს რუსული ვაქცინის შესყიდვების შესაძლებლობას

ამასთან Handelsblatt-ს არ მოჰყავს კვლევის დეტალები - მისი მონაწილეების რაოდენობა, ჩატარების დრო ან ცდომილება.

ოთხშაბათს 7 აპრილს ბავარიის ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი ინვესტიციების რუსულ ფონდთან გააფორმა მემორანდუმი, რითაც ვაქცინა „სპუტნიკV"-ს შეძენის სურვილი გამოხატა. თუ პრეპარატი ევროკავშირში რეგისტრაციას გაივლის, რეგიონი ზაფხულის შუა პერიოდში 2,5 მილიონამდე დოზის მიღებას შეძლებს.

მოგვიანებით გერმანიის კიდევ რამდენიმე ფედერალურმა მიწამ განაცხადა, რომ მზად არის შეიძინოს „სპუტნიკV“.