დათვლილია, რამდენი ადამიანი გააღარიბა პანდემიამ: Bloomberg-ის მონაცემები

კვლევითი ცენტრი Pew საშუალო კლასში მოიაზრებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში საშუალოდ 10-დან 20 დოლარამდე გამოიმუშავებენ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანი გააღარიბა, იუწყება სააგენტო Bloomberg კვლევით ცენტრ Pew Research Center-ის დათვლებზე დაყრდნობით.

სიღარიბე ვირუსზე საშიშია: თბილისი საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა

სპეციალისტების შეფასებით, ეს დაახლოებით იმდენია, რამდენიც დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოსახლეობა ერთად აღებული.

კვლევის თანახმად, გლობალური საშუალო კლასი პირველად შემცირდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ ინდოეთი, სამხრეთი აზია, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

Pew-ის კლასიფიკაციით, საშუალო კლასს განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც დღეში 10-დან 20-მდე აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. ამ განსაზღვრების თანახმად, გლობალური საშუალო კლასის რაოდენობა დაახლოებით 2,5 მლრდ ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის მესამედია.