უცხოელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში მიგრაციის აღრიცხვაზე აყვანილია 1,84 მლნ მოქალაქე
Sputnik

რუსეთში იმიგრანტებისთვის ყოფნის სამი ძირითადი სტატუსი გაჩნდება. ეს ზომები გათვალისწინებულია ახალ კანონპროექტში „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შემოსვლის (გასვლის) და ყოფნის (ცხოვრების) პირობების შესახებ“.

უცხოელებმა რუსეთში დასაქმებისთვის პატენტი უნდა მიიღონ

„შემოდის სამი ძირითადი საიმიგრაციო სტატუსი: მოკლევადიანი ყოფნა (90 დღემდე), გრძელვადიანი ყოფნა და მუდმივი ცხოვრება, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნას შეძლებენ“, - განუცხადეს Sputnik-ს რუსეთის შსს-ს პრესსამსახურში.

ამჟამად რუსეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სამი სამართლებრივი სტატუსი აქვთ - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დროებით მყოფი, დროებით მცხოვრები და მუდმივად მცხოვრები.

უწყებაში დააზუსტეს, რომ მოკლევადიანი ყოფნა ითვალისწინებს რუსეთში საერთო ჯამში არაუმეტეს 90 დღის გატარებას (ამჟამად - 90 დღე 180 დღის განმავლობაში). გრძელვადიანი ყოფნის რეჟიმი - ეს არის ერთიანი მიგრაციული რეჟიმი უცხოელებისთვის, რომლებიც რუსეთში კანონიერი საფუძვლით 90 დღეზე მეტხანს იმყოფებიან.

„უცხო ქვეყნის მოქალაქის ნებადართული ყოფნის ვადა გახანგრძლივდება ან შემცირდება, თუ შეიცვლება პირობები ან აღარ იარსებებს გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც მას რუსეთში ყოფნა ნებადართული ჰქონდა“, - დასძინეს სამინისტროში.
„ცვლილებების დრო“: რუსეთის შსს მიგრანტებს დასაქმებას გაუმარტივებს

მიგრანტების შვილები მიიღებენ გრძელვადიანი ყოფნის ნებართვას, თუ მათი მშობლები რუსეთში მუშაობენ.

გარდა ამისა, ამჟამად უცხოელებს რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აუცილებლად სჭირდებათ ბინადრობის ნებართვის მიღება. თავის მხრივ, ბინადრობის ნებართვა გაიცემა დროებითი ყოფნის ნებართვის საფუძველზე, რომელსაც მიგრანტები კვოტის ფარგლებში იღებენ. როდესაც ახალი კანონი ძალაში შევა, მუდმივი ცხოვრება გახდება ძირითადი მიგრაციული სტატუსი და უცხოელს შესაძლებლობას მისცემს, მომავალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებაზე გააკეთოს განაცხადი. 

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, მიგრაციულ აღრიცხვაზე 2021 წლის იანვარ-თებერვალში აყვანილია 1.084 მლნ ადამიანი - ორჯერ ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.