მთიან აჭარაში ახალი საპიკნიკე სივრცეები მოეწყობა

ჯვარიმინდორი ნამდვილი ალპური იაილებია გაშლილი მინდვრითა და მემთეურების პატარა ხის სახლებით, რაც მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიან აჭარაში ტურისტულ მარშრუტებზე ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობას გეგმავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ განცხადებაში. 

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება

ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონა ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე მოეწყობა, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, ღია სივრცეში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ.

ჯვარიმინდორი ქობულეთი–შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე მდებარეობს, სადაც სააგენტო ტურისტული თავშესაფრის მშენებლობასაც გეგმავს. შედეგად – აჭარაში ყველაზე გრძელ (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტზე მოგზაურებს ეკოსტანდარტებით მოწყობილ ტურისტულ თავშესაფარსა და საპიკნიკე ზონაში დასვენების საშუალება მიეცემათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიან აჭარაში გასულ წელს დაიწყო, რის შედეგადაც ჩირუხის მთას, სოფელ კაპნისთავსა და სოფელ შუამთას ტურისტულად მიმზიდველი ადგილები შეემატა.