ენგურის ნაპირზე სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ამჟამად მაშველები მდინარე ენგურში კიდევ ერთი ადამიანის პოვნას ცდილობენ, რომელიც ოთხი დღის წინ დაიკარგა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ქართველმა მაშველებმა სოფელ შამგონასთან (ზუგდიდის რაიონი) მდინარე ენგურიდან სამი ცხედარი ამოიტანეს, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი.

ენგურის ნაპირზე სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

არსებული ინფორმაციით, ენგურის გადმოცურვას სოფელ თაგილონიდან რამდენიმე ადამიანი ოთხი დღის წინ შეეცადა. ამის შემდეგ მათთან კავშირი გაწყდა.

ამჟამად კიდევ ერთი ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.

ენგურის ნაპირზე სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. სტანდარტული პროტოკოლით ამ მუხლს ცხედრის აღმოჩენისას იყენებენ, რომელსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზის შემდეგ საქმეს შეიძლება სხვა კვალიფიკაცია მიენიჭოს.

ნიკა ლატარია