აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს საქართველოს ღირსშესანიშნაობები გააცნეს

საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი საერთაშორისო მედიატურის მონაწილეები აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გახდნენ.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს აზერბაიჯანის ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და ბლოგერები ესტუმრნენ საერთაშორისო პრესტურის ფარგლებში, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედიატური აზერბაიჯანიდან ჩამოსული ჟურნალისტებისთვის მოაწყო.

შიდა ტურიზმი და საქართველო: „საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს

აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების (Qazet.az, Zerkalo, The Most და სხვ.) ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხის ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე, ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს.

ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეობლოგები მომზადდება. პრესტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.

აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს საქართველოს ღირსშესანიშნაობები გააცნეს

აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. 2019 წელს საქართველოს ამ ქვეყნიდან 1,5 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა.