ყვითელი ამბები

„ამ ფოტოების შემდეგ რა მშვიდობიანი ღამე“ – ანი გიუნტერი შეუდარებელ ფორმაშია

ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ანი განსაკუთრებით მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბრწყინავს.
Sputnik

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი ბოლო დროს არაჩვეულებრივ ფორმაშია. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც შავ ბოდესა და ბადე კოლჰოტში თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ანიმ, რასაკვირველია, ბევრი კომპლიმენტი მიიღო, ფოტოებს კი დააწერა – „ღამე მშვიდობისა“, რასაც ერთ-ერთმა მამაკაცმა ასეთი კომენტარით უპასუხა: „ამ ფოტოების შემდეგ რა მშვიდობიანი ღამე, თვალსაც ვერ მოხუჭავ კაცი“.

ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.

როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის შედეგი.

„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.

ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.