თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალიდან სოფელ უშგულამდე საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვები ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის (171-186-ე კმ) მონაკვეთზე ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის 6 აპრილს 10:00 საათზე გაიხსნება.