რიონის ხეობაში ორი ძმა მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულებს ორი დღის წინ კონფლიქტი ჰქონდათ ბიძაშვილთან, დღეს კი მან ძმებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ძმები მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

კრიმინალი საქართველოში 2021 წელს - შსს-ს ახალი მონაცემები

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულები 30 და 35 წლის მამაკაცები არიან. ისინი, სავარაუდოდ, საკუთარმა ბიძაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ერთს ჭრილობა მუცლის არეში, მეორეს კი ფეხში აქვს მიყენებული.

ადგილობრივების განცხადებით, მკვლელობა, სავარაუდოდ,  რამდენიმე დღის წინ მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

მომხდარში სავარაუდო დამნაშავე პირი პოლიციას ჯერ დაკავებული არ ჰყავს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.