ლილოს დასახლებაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. რამ გამოიწვია ბუნებრივი აირის გაჟონვა, ამ ეტაპზე უცნობია.
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თბილისში, ლილოს დასახლებაში ბინაში აფეთქების შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.

დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებას მრავალსართულიანი კორპუსი გადაურჩა

გავრცელებული ინფორმაციით, ლილოს დასახლებაში, თენგიზ სტურუას ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ბინაში გაზი აფეთქდა.

აფეთქების შედეგად შუახნის ქალი აივნიდან გადავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.

ამ დროისთვის ადგილზე ელოდებიან მერიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც კორპუსის მდგრადობას შეამოწმებენ.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.