რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთბზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 აპრილს

ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის 39-62 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე. დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა–გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. ამასთან, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა რუსეთისკენ მიმავალი ერთადერთი მოქმედი საავტომობილო გზაა.