კორონავირუსით რეინფიცირების რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში

სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსით რეინფიცირება შესაძლოა დაახლოებით ორი-სამი თვის შემდეგ მოხდეს, რაც ორგანიზმში ანტისხეულების  დონეზეა დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების სამი შემთხვევაა დადასტურებული, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა>>

ზახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რეინფიცირებასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება. მისი განმარტებით დღეისთვის კვლევაშია და რეგისტრირებულია 140-მდე საეჭვო შემთხვევა, მათ შორის 16-მდე ნიმუშის კვლევა დასრულებულია.

როდის შეიძლება ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს – ექიმის განმარტება

რეინფიცირება გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პაციენტმა კორონავირუსის ერთი და იგივე ტიპი მეორედ გადაიტანა. რეინფიცირების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 9 მარტს დაფიქსირდა.

სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსით რეინფიცირება შეიძლება ორი-სამი თვის შემდეგ მოხდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩება ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი დონე.

საქართველოში 9 მარტიდან კოვიდ-გადატანილი პაციენტების ე.წ. პოსტკოვიდური კვლევა დაიწყო, რომლის მიზანიც ვირუსის შემდგომი შესაძლო გართულებების გამოვლენაა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითობის პრინციპით იმ ადამიანების გამოკვლევა ხდება, რომლებმაც ინფექცია დაამარცხეს.