მსოფლიო მასშტაბის „საცობი“: როგორ გამოჰყავდათ კონტეინერმზიდი სუეცის არხიდან – ფოტო

Sputnik

სამაშველო გუნდებმა მეჩეჩიდან მოხსნეს კონტეინერმზიდი Ever Given, რომელიც თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ბლოკავდა მოძრაობას ერთ-ერთ მთავარ სატრანსპორტო არტერიაში.

კონტეინერმზირი Ever Given, რომლის სიგრძეც 400 მეტრია, 24 მარტს მეჩეჩზე შეჯდა და მოძრაობა მთლიანად გადაკეტა მსოფლიო სავაჭრო გზაზე.

სუეცის არხი – ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზაა მსოფლიოში, რომლის სიგრძეც 160 კილომეტრია, სიგანე – დაახლოებით 250 მეტრი, სიღრმე – 20 მეტრამდე.

1 / 12
კონტეინერმზიდი Ever Given ჩინეთიდან ნიდერლანდებისკენ მიემართებოდა, როდესაც არხის 151-ე კილომეტრზე მეჩეჩზე შეჯდა და არხი გადაკეტა
2 / 12
ხომალდის მეჩეჩიდან ჩამოსმის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად მისი გამოყვანა მოხერხდა
3 / 12
Ever Given-ის გამოყვანაში დიდი როლი ითამაშა სავსე მთვარემ, რამაც დიდი მოქცევა გამოიწვია
4 / 12
სწორედ ეს გათვლა ჰქონდათ სპეციალისტებს
5 / 12
ოპერაციაში 10 მძლავრი გამწევი ხომალდი მონაწილეობდა
6 / 12
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როდის აღდგება მოძრაობა არხში
7 / 12
ახლა რიგში 450-ზე მეტი გემი დგას
8 / 12
სუეცის არხი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო სავაჭრო გზა არის მსოფლიოში
9 / 12
2019 წელს არხი გაიარა დაახლოებით 19 ათასმა ხომალდმა და 1,25 მილიარდმა ტონა ტვირთმა, რაც მსოლფიო ვაჭრობის 13%-ს შეადგენს
10 / 12
სუეცის არხში არსებულმა პრობლემებმა უკვე გამოიწვია ნავთობზე ფასის ზრდა
11 / 12
პარასკევს ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა დაჩქარდა ნედლეულის მიწოდების პრობლემის გამო
12 / 12
არხის დაბლოკვა მსოფლიო ეკონომიკას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი უჯდებოდა დღეში