თბილისი, 31 მარტი – Sputnik. გორში ავტომობილი ველოსიპედით მიმავალ ცხრა წლის ბავშვს დაეჯახა, იუწყება ტელეარხი „მთავარი“.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მას ერთი ხელის და ორივე ფეხის მოტეხილობა აქვს. ის კლინიკაში რჩება.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის276-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.