შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის–ცენტრი რეგიონებს მოემსახურება

შემოსავლების სამსახურის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი მიკროავტობუსი  მოქალაქეებს 27 ქალაქსა და სოფელში ადგილზე მოემსახურება
Sputnik

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) აპრილიდან გადასახადების გადამხდელებს ქვეყნის 27 დასახლევულ პუნქტში ადგილზე მოემსახურება, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

RS CAR –ესაასერვის–ცენტრის ფუნქციების მქონე მიკროავტობუსი, რომელიც სპეციალური ტექნიკითაა აღჭურვილი

მოძრავი სერვისცენტრი 1–29 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებსა და დასახლებებში ჩავა, სადაც შემოსავლების სამსახურის ცენტრები არ არის.

რა სიახლეს სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახური

ამგვარად გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, დროულად და მათთვის ხელსაყრელ დროს, ადგილზე მიიღონ მათთვის საჭირო მომსახურება.

მობილურ სერვისცენტრებში ასევე შესაძლებელი იქნება კონსულტაციის მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით – მათ აჩვენებენ, როგორ მიიღონ და შემდეგ უპასუხონ წერილებს შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ.

მოძრავ სერვის–ცენტრში შესაძლებელია ასევე კომპანიის შექმნა ან გაუქმება, გადასახადების გადამხდელის სტატუსის მიღება ან გაუქმება, ასევე განცხადების ჩაბარება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის შესახებ.

რეგიონების მცხოვრებლებისთვის ასევე შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა, მაგალითად, საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვ.